ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქ ვირუსი 44 937 ადამიანს დაუდგინდა.
რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, სია ასეთია:
იმერეთი – 48 818 შემთხვევა;
აჭარა – 44 937 შემთხვევა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26 373 შემთხვევა;
ქვემო ქართლი – 19 064 შემთხვევა;
შიდა ქართლი – 17 456 შემთხვევა;
კახეთი – 15 289 შემთხვევა;
მცხეთა-მთიანეთი 8 011 შემთხვევა;
გურია 7 865 შემთხვევა;
სამცხე-ჯავახეთი – 5 240 შემთხვევა;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 879 შემთხვევა.
* რაც შეეხება დედაქალაქის – თბილისში ინფიცირების 147 464 შემთხვევაა გამოვლენილი.
? რუკაზე არ არის ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მონაცემები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.










