LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში – მოემზადეთ მოგზაურობისთვის

19 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში – მოემზადეთ მოგზაურობისთვის

დაპოსტა 2024/08/10-ში
A A
2.6k
ნახვა
გაზიარება

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამანქანო გზის მანძილი სოფელ გველეთამდე 7კმ-ია, ხოლო სოფელ გველეთში ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი 1კმ-ზე ნაკლებია. ჩანჩქერთან არიას საპიკნიკე ადგილები საიდანაც ლამაზი ხედი იშლება კავკასიონზე, ასევე სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე.

გველეთში ორი ჩანჩქერია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთი უფრო პატარა, მეორე დიდი. სოფელში კიდევ ერთი პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი ჩანჩქერიც არის, რომელიც ნაკლებად ცნობილია. ეს პატარა ჩანჩქერი მთავარი ჩანჩქერების საპირისპირო მხარეს მდებარეობს, გზასთან ძალიან ახლოს.

თუკი თვალუწვდენი კლდეებისა და ჩანჩქერების ჯადოსნურ სამეფოში მოგზაურობა გსურთ გველეთს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სოფელში ასევე შუასაუკუნეების გველეთის ციხის მონახულებაც შეგიძლიათ. 

 

 

უშბის ჩანჩქერი (შდუგრა)

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ უშბის მყინვარი, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ. ბოლო მონაკვეთი საშუალო სირთულის ბილიკის მიუყვება და ასევე მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ, მაგრამ ნანახით კმაყოფილები დარჩებით.

 

უშბის ჩანჩქერი (შდუგრა) | Georgian Travel Guide

სვანეთი – ჭალაადი და შდუგრა (1) – ბუნბუნლანდია

 

მუხურას ჩანჩქერი

მუხურას ჩანჩქერი – 60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურას მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან. 

ჩირუხის ჩანჩქერი

ჩირუხის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევიდან 40 კილომეტრში (მანქანით), საზაფხულო სოფელ ჩირუხში. ჩანჩქერის მოსანახულებლად მაღალი გამავლობის მანქანაა სასურველი, რადგან გზის დიდი ნაწილი მოასფალტებული არ არის.

 

ძენწმანის ჩანჩქერი

ძენწმანის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში. ქედადან 4 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზიდან ჩანჩქერამდე 100 მეტრია, თუმცა საკმაოდ ციცაბო ბილიკი ჩადის, რომელზეც მოწყობილია მოაჯირები.

მერისის ჩანჩქერი

მერისის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ქედადან 13 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 100 მეტრია. ჩანჩქერთან მოწყობილია სასიარულო ბილიკი, იქვეა კაფე.

ჩანჩქერის სიმაღლე 30 მეტრია, ჩანჩქერთან მისასვლელად უნდა გაიაროთ როდოდენდრონებს შორის გამავალი ვიწრო საფეხმავლო ბილიკი. ჩანჩქერი წყალუხვია და შესაძლებელია ბანაობაც.

 

Batumelebi | ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

 

მეძიბნას ჩანჩქერი

მეძიბნას ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში. ქედადან 10 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 500 მეტრია. ჩანჩქერი გამოირჩევა წყალუხვობით.

მეძიბნის ჩანჩქერს  ადგილობრივები  ,,გოდერძის ჩანჩქერ”-საც ეძახიან .  ჩანჩქერის უკან კლდეში  ბუნებრივი გამოქვაბულია, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება.

Batumelebi | 5 ჩანჩქერი ბათუმთან ახლოს ცხელ დღეებში გასაგრილებლად

 

ღვირიშის ჩანჩქერი

ღვირიშის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ქვედა ღვირიშთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 625 მეტრზე. ჩანჩქერი მაღალი კლდიდან ეშვება ღრმა ხეობაში, კლდოვან ქვაბულში, სადაც პატარა დაგუბება წარმოიქმნება. ჩანჩქერის ღავზე მოწყობილია შუშის გადასახედი, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება ჩანჩქერსა და ხეობაზე. ღვირიშის ჩანჩქერი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და მრავალ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ფოტო გია აფრიდონიძე

 

 

სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამბროლაურის შესასვლელთან, გურგენიანის ქუჩაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 560 მეტრზე. ჩანჩქერი დახავსებულ კლდოვან მასივზე გადმოედინება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. იგი განსაკუთრებით ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. ეს სახელიც სწორედ ქვაბულის ფორმის გამო დაერქვა. სიყვარულის ჩანჩქერი რაჭის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ტურისტს იზიდავს.

ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)

ლეგენდა გვიამბობს,  ერთ ხანდაზმულ რაჭველ კაცს ხუთი გაუთხოვარი ქალიშვილი ყავდა. განიცდიდა მათ უბედობას. სიზმრად ნახა გულის ფორმის ჩანჩქერთან ცხვარი . მეორე დღესვე გაეშურა კაცი თავისივე ხუთივე შვილებითურთ. ცხვარი და ოციანიც ხელთ გააყოლა. ვინც კი აივლიდა ჩაივლიდა, ყველას უმასპინძლდებოდა. იმავე წელს ქალიშვილები გაბედნიერდნენ . ამის შემდგომ დღემდე აუმრავი მნახველი ყავს სიყვარულის წოდებულ ჩანჩქერს.

P.S ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება. სჯობს ეწვიოთ და თავად გამოსცადოთ-ვკითხულობთ Nima Tours -ფესიბუქ გვერდზე.

რაჩხის ჩანჩქერი

რაჩხის ჩანჩქერი ლეჩხუმში, ისუნდერის გზაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ხეობაში დახავსებულ ლოდებზე გადმომდინარი ჩანჩქერი ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის და მრავალ ბუნების მოყვარულს იზიდავს. იგი ფოთლოვანი ტყითაა გარშემორტყმული და შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომაზე. ჩანჩქერი სამანქანო გზის განაპირასაა და ძალიან მოსახერხებელია საპიკნიკედ და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ბუნების სიმშვიდეში განტვირთვისთვის.

რაჩხის ჩანჩქერი

 

ჩანჩქერი ვერძისთავა

ჩანჩქერი ვერძისთავა ლეჩხუმში, სოფელ ტვიშთან ახლოს მდებარეობს. იგი ხვამლის მთიდან იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ხვამლის მთაზე მდებარე კარსტულ ჭაში ვერძის თავი ჩაუგდიათ, რის გამოც ჩანჩქერი ვერძისთავა ნახევარი წელი ტვიშის მხარეს (მდინარე რიონის ხეობა) გადმოედინება, ნახევარი წელი კი – სოფელ ოყურეშის მხარეს (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხეებში ჩაფლული, თითქმის ვერტიკალური კლდიდან დაშვებული ჩანჩქერი შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს, როგორც ზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. ვერძისთავადან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით შეგიძლიათ ნიკორძირის ულამაზესი ჩანჩქერიც მოინახულოთ. ვერძისთავისა და ნიკორძირის ჩანჩქერები ლეჩხუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და მრავალ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს.

 

ჩქუმის ჩანჩქერი

ჩქუმის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ჩხუმთან მდებარეობს, ზღვის დონიდან 715 მეტრზე. ჩანჩქერი კლდის ღარისებრ ჩაღრმავებაში გადმოედინება, ხეებშია ჩაფლული და ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს. ეს ადგილი შესანიშნავია, როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. ჩქუმის ჩანჩქერი მიმზიდველია მუნების სიმშვიდეში განტვირთვისა და ხეტიალის მოყვარულთათვის. იგი სამანქანო გზასთან საკმაოდ ახლოა და თუ ოჯახთან ან მეგობრებთან დღის მრავალფეროვნად, სასიამოვნო გარემოში გატარება გსურთ, ამისთვის საუკეთესო ადგილია.

ჩქუმის ჩანჩქერი

 

ჩანჩქერი ინწირა (ინწრა)

ჩანჩქერი ინწირა (ინწრა) მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიურ გარემოს ქმნის.

სოფლიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1,6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწირას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწირას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია. მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე, რაც ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.

ხანის ჩანჩქერი

სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლის. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ცხელ ზაფხულში ჩანჩქერთან ყოფნა უდაბნოს ოაზისივით მაცოცხლებელია. ჩანჩქერის მახლობლად მდინარე ჩადის კლდეში და რამოდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის, ამ ადგილს ადგილობრივები ,,ქვახველიას“ უწოდებენ. ბუნების ამ საოცრებების ნახვა, ხელით შეხება და შეგრძნება სიცოცხლის ელექსირია. მანძილი თბილისიდან 252 კმ. ბაღდათიდან 28 კმ. ქუთაისიდან 56 კმ.

 

ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი

ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი – ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მეტრზე.

ოკაცეს ჩანცქერის ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო – ბილიკები, პლატფორმები, რომლებიც მის მონახულებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ტყუპი ჩანჩქერი

ტყუპი ჩანჩქერი – ჩანჩქერი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე.

47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი, რომელიც განსხვავებულ და ლამაზ გარემოს ქმნის. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცე.

კანიონში კიდევ რამდენიმე ჩანჩქერია, თუმცა ჯერ-ჯერობით იქამდე მისასვლელი ბილიკები მოწყობილი არ არის.

 

ტობის ჩანჩქერი და არსენ ორჯონიკაშვილის მღვიმე

 

ტობის ჩანჩქერი და მღვიმე – საქართველოში ყველაზე მაღალი, 234 მეტრი სიმაღლის, ტობის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება არსენ ორჯონიკაშვილის (ტობა II) სახელობის მღვიმიდან, მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის სიახლოვეს, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 707 მეტრზე.

მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

ჩანჩქერთან მისასვლელი გზა: მარტვილიდან სოფელ პირველ ბალდამდე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. სოფლიდან შესაძლებელია გრუნტიანი სამანქანე გზით ჩანჩქერის სათავეებთან ასვლა, მაღალი გამავლობის ავტომობილით, ან საფეხმავლო ბილიკით ასვლა მდინარე აბაშის ხეობით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 7 კმ-ია.

კაღუს (ჟუჟღას) ჩანჩქერი

კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერი – ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, პატარა მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდასთან, მდინარე აბაშის ხეობაში, ბალდის კანიონში. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ბალდის მონასტერი.

კაღუს ჩანჩქერი მდებაორებს ონიორესა და ტობის ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე.

ჩანჩქერთან მოწყობილია კაფეები და რესტორნები, სადაც შესაძლებელია დროის სასიამოვნოდ გატარება.

ჩანჩქერთან 0.3 კმ მანძილზე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით.

 

ონიორეს ჩანჩქერი

ონიორეს ჩანჩქერი – 67 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. ონიორეს ბუნების ძეგლის კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას.

მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, ცალკეულ ადგილას კი გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

ჩანჩქერთან მისასვლელი გზა: მარტვილიდან სოფელ პირველ ბალდამდე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. სოფლიდან შესაძლებელია გრუნტიანი სამანქანე გზით ჩანჩქერის სათავეებთან ასვლა, მაღალი გამავლობის ავტომობილით, ან საფეხმავლო ბილიკით ასვლა მდინარე აბაშის ხეობით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 6 კმ-ია.

წყარო: georgiantravelguide.com

 

გაზიარება1042

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 4 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6981, ევრო – 3.1150, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5707 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ
მთავარი

სენაკში, მეორე დღეა, დაკარგულ 17 წლის ბიჭს, ნიკა გადელიას ეძებენ. როგორც „მთავარ ამბებს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბიჭი სახლიდან პირველ აპრილს გავიდა. „ძმამ ნახა… ასე უთხრა: "მაღაზიაში ვიყავი და ახლა სახლში...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით”- მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს”-ვლადიმერ პუტინი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი_პუტინი
მთავარი

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ...

დაწვრილებითDetails

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საგანგებო განცხადება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

"ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს სავარაუდო თაღლითობის მცდელობებთან დაკავშირებით. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – ნახეთ, რა ღირს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 676 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.51%-ით მატებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ბოლო 3 დღეში საწვავი ისევ გაიზარდა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად,...

დაწვრილებითDetails

“მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული…ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე”-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? - ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი დიდი სურვილია, რომ პროცესი გადაიტვირთოს, მათი სურვილიც არის და ეს გამოჩნდა”-მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა და ეს ყველაფერი გამოჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთი ძალები ამ...

დაწვრილებითDetails

“ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია” – კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილის მიერ განხორციელებული ქმედებები „კატეგორიულად მიუღებელია“. როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"