
სოციალურ ქსელში ” ფლანგვის დეტექტორი ” ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება .
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.
2016-21 წლებში აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე (3 ძალადობა, 1 გაუპატიურება) არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს.
დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს.
პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.
თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ. ”










