LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე

რა საიდუმლო ინფორმაციაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე, რომელიც გიორგი გახარია დაუმალეს

დაპოსტა 2021/06/05-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერში” “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2-ის” ეთერში ჰყვება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრებმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს.

მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. “ნაციონალურ მოძრაობას”, გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.

,,18  თებერვალს უკვე, [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა.

ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი, გეგმის ნაწილი რომ იყო, ეს არის ცნობილი, რაოდენობებზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით.

შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში – რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის… ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მითუმეტეს, იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გურამ დადიანიძის FACEBOOK – ზე დაპოსტა – სოცქსელში მიმართვა ვრცელდება

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

FACEBOOK გვერდი - “ნასვამი ჩოჩორი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღიარებს, რომ სწორედ მან დაპოსტა გურამ დადიანიძის ექაუნთიდან ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი".   როგორც მიმართვაში ანონიმური პირი ამბობს, გადაწყვეტილება თავად...

დაწვრილებითDetails

მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ – ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად, მაგრამ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი 75 წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით ყოფილი...

დაწვრილებითDetails

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი – შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ “პოსტი” უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე – უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.   კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის "ფეისბუქის" ანგარიშზე...

დაწვრილებითDetails

შსს – გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.   შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის...

დაწვრილებითDetails

დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ. ↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1... აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის...

დაწვრილებითDetails

მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ შვილებისთვის სასკოლო ფორმა – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ბულვარში არასრულწლოვნებმა შუახნის კაცი სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. კადრებს და ინფორმაციას "ინფო იმერეთს" ავრცელებს,  სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ. "ზურგი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"