ქუთაისში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ოპერაცია რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება – ამის შესახებ “მეგა ტვ”- ს კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ირაკლი გოგინავას თქმით დაშავებულს წვივის არეში აქვს მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. მას კუნთების, ქსოვილებისა და სისხლძარღვების მასიური დაზიანება აღენიშნება. როგორც ირაკლი გოგინავა ამბობს კიდურის შენარჩუნება მოხერხდა, ქირურგები და ტრავმატოლოგები ერთად მუშაობდნენ. პაციენტი იმყოფება ტრავმულ შოკში.
როგორც ცნობილია ახალაგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ცნობისთვის 30 წლამდე მამაკაცი დღეს, ახალგაზრდობის გამზირზე დაპირისპირების შედეგად დაჭრეს. როგორც ცნობილია, უცნობმა პირებმა კაცს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსენს. დაჭრილი ერთ-ერთ კორპუსში შევიდა და ადგილობრივებს დახმარებს სთხოვდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.










