შემთხვევა თბილისში აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის ცენტრთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხმაური გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს გაიგეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზევე ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.









