LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რატომ გახდა ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი

დაპოსტა 2021/06/03-ში
97
ნახვა
გაზიარება

გაუპატიურება და ძალადობა – ეს ის შესაძლო მძიმე დანაშაულებია, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი საუბრობს. ომბუდსმენი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უშედეგოდ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კვლავ დახურულია,  სადაც მეუფე სპირიდონის დადგენილი წესებით ცხოვრობენ.

სახალხო დამცველის განცხადებით,  პანსიონში 57 ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი – 5 წლისაა და იქ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით კი, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.

სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ. მეუფეს სპირიდონის განცხადებით ის არ დაუშვებს პანსიონში მათ შესვლას.  ლომჯარია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი პრეტენზიები სახალხო დამცველს სახელმწიფო უწყებებთან აქვს, რომლებმაც, მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ვერ უზრუნველყვეს სახალხო დამცველის მონიტორინგი.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს, ლომჯარია განმარტავს:

„ერთ მუშაკზეა საუბარი, ერთი სოციალური მუშაკი არის იქ და მასაც ერთი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ. ჩვენი ჩარევის, ასევე მედიაში გახმაურების შემდეგ, შეუშვეს ეს ადამიანი. და ისიც სრულყოფილად ვერ ახერხებს იქ მუშაობას, არ აქვს წვდომა სრულყოფილად დოკუმენტაციაზე და ის არ ახორციელებს იქ მონიტორინგს იმიტომ, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო ვართ ჩვენს, სპეციალური სპეციალიზაციისა და ექსპერტიზის მქონე პირებთან ერთად.“

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მისმა აპარატმა გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”, – წერია ლომჯარიას განცხადებაში.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმეს ბოლომდე მიჰყვება და არა მხოლოდ ჩაატარებს მონიტორინგს, არამედ მიაღწევს მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვას. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ბავშვთა უფლებების პრაქტიკით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები ოჯახის ტიპის სახლებში უნდა იზრდებოდნენ და არა — დიდ პანსიონებში.

„მე მაქვს იმის შიში, რომ როდესაც ჩვენ შევალთ მონიტორინგისთვის, – და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, – მაქვს იმის შიში, რომ შესაძლოა გაგვიჭირდეს ბავშვებთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მე არ ვიცი, დღესდღეობით ამ ბავშვებს რას ესაუბრებიან და, დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს ეტყვიან. შეიძლება გარკვეული შიშები ან სტერეოტიპები ჰქონდეთ მათ ჩამოყალიბებული ჩვენთან დაკავშირებით და, დარწმუნებული ვარ, იმუშავებენ იმაზე, რომ არ ისაუბრონ.… ასევე მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულებაში ხელმძღვანელობას აქვს რაიმე დასამალი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ჩვენ არ გვიშვებენ. მათ შორის, სხვა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ დაწესებულებებში ჩვენ გვიშვებენ — ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან საუბარში შეგვიშალეს ხელი და შემდეგ საერთოდ დაგვიკეტეს კარი“ ,— ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, ისინი  შესაბამის დოკუმენტებს  ამზადებენ და სასამართლოს მიმართავენ.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
3
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
21
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
2
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
18
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
326
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

თებერვალი 24, 2026
6
მთავარი

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია. საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა...

დაწვრილებითDetails

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მაჩვენებელი 64 095-ს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 24, 2026
5
მთავარი

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, ჯამში 64 095-ს შეადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედბით

თებერვალი 24, 2026
10
ამინდი

24 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».