106 წლის ეილინ კრამერი მოცეკვავეა, რომელსც სძულს სიტყვა “სიბერე” – კრამერი ამ ასაკშიც კი ძალიან პროდუქტიულია და აქტიური ცხოვრების წესი აქვს.
ის, ბოლო წლებში, არა მხოლოდ ცეკვავს – ახლა უკვე რეჟისორობითაც არის გატაცებული.
“ვმონაწილეობდი ორ დიდ საცეკვაო ფესტივალში, გადამიღეს ფილმში, დავწერე სამი წიგნი და ახლა მაქვს თავისუფალი დღე, რომ გესაუბროთ” – მიმართავს ის ჟურნალისტებს.
ეილინ კრამერს ხშირად ეკითხებიან, საიდან იღებს ძალას და რა არის მისი საიდუმლო, რომ ასეთ ასაკშიც კი შეძლოს ცეკვა. კითხვაზე მარტივი პასუხი აქვს – უბრალოდ, არ ცნობს საკუთარ ლექსიკონში სიტყვებს “სიბერე” და “ასაკი”.
“მე არ ვარ მოხუცი, მე უბრალოდ დიდი ხანია ვცხოვრობ ბევრი რამ გავიგე ცხოვრების ამ გზაზე. ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი რამის შექმნისას ისეთივეა, როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში” – ამბობს 106 წლის მოცეკვავე.
ამასთან, როგორც თავად ამბობს, არასოდეს იღებს წამლებს, ვიტამინების გარდა.










