ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰაიდი ჰაუტალა “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და “ტვიტერზე” წერს, რომ მიესალმება საქართველოს მოქალაქეების მობილიზებას “ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ”.
“მივესალმები საქართველოს მოსახლეობის ამ ახალი სახის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო ხელშეკრულებებით შოკისმომგვრელია”, — წერს ჰაიდი ჰაუტალა.

წყარო : ” https://eurasianet.org “.










