შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა.
როგორც უწყება წერს, ი.მ. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა. შემთვევა 29 მაისს მოხდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით”, – წერს უწყება.