ტყიბულის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 2 კაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ორპირი – ცუცხვათის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, ერთი მგზავრი კი დაშავდა.
ავარია გუშინ, 26 მაისს გვიან ღამით მოხდა.










