დღეს, 26 მაისს მთვარის სრული დაბნელება მოხდება.
ეს გამოწვეულია მისი მაქსიმალური მიახლოებით ჩვენს პლანეტასთან. ამ ჯერზე, მთვარის დაბნელება მთლიანად ემთხვევა სავსემთვარეობას და ასევე მის მოხვედრას დედამიწის ახლოს მდებარე ორბიტაზე. ასეთი შემთხვევა ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ხდება.
დაბნელების სრული ფაზა 14 წუთისა და 30 წამის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროს მთვარე თითქმის უხილავი გახდება, თუმცა მის ხილვად ნაწილს ექნება ცისფერი შეფერილობა, რაც განპირობებულია იქიდან დედამიწისაკენ მომავალი სინათლის შთანთქმით ატმოსფერული ოზონის მიერ. დაბნელების დროს მთვარე დედამიწას 362,000 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.
მოვლენის დანახვა, თბილისის დროით 15:19 საათზე იქნება შესაძლებელი.









