1 ივნისიდან ისრაელი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა 1 ივნისიდან მოიხსნება.
ხელისუფლების განცხადებით, გაუქმდება ვაქცინაციაზე “მწვანე პასპორტის” საჭიროება და ე.წ. “იისფერი სტანდარტის” შეზღუდვები, რაც დახურულ და ღია ადგილებში ხალხის რაოდენობის რეგულირებას გულისხმობს.
ძალაში რჩება მხოლოდ ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები.
ამჟამად ისრაელში კორონავირუსის 542 აქტიური შემთხვევაა, მათგან 60 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.