სქემარქიმანდრიტი სერაფიმე საკმაოდ მძიმე დაავადებას ებრძვის, ამის შესახებ ის გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.
„ამ დაავადებას შევეგუე. ეს საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროებაა, რომელიც ზოგჯერ მგუდავს, არ მაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები. ბევრჯერ გამღვიძებია იმის გამო, რომ ნერწყვი ვერ გადამიყლაპავს და ვიგუდებოდი. 3 თვე-ნახევარში 18 კილოგრამი დავიკელი. ეს ზუსტად იმ დაავადების ბრალია. სიმღერაც აკრძალული მაქვს. შეიძლება, 90 წელი ვიცოცხლო, შეიძლება დღეს ღამე დავიღუპო და გამაშუქოთ“, – ამბობს მამაო.










