გოგო წულაია კვლავ პატიმრობაში რჩება. ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით სასამართლო ონლაინ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა . ისინი აღკვეტის ღონისძიების შეცვლას და წულაის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვნენ , თუმცა უშედეგოდ.წულაია ამ ეტაპზე ციხის საავადმყოფოშია და იქ გადის მკურნალობას, მომდევნო სასამართლო 17 მაისს 2 საათზე ჩაინიშნა. გამოსაყვანი-გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ადვოკატის თანახმად, გოგი წულაია ძალადობის ჩადენის ფაქტს უარყოფს.
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ – ადვოკატი
მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძე ამ წუთებში სამართალდამცავები აკავებენ. შესაბამის ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს.










