მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე “მეგა ტვ”-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით მათ აეროპორტში მხოლოდ კვების ვაუჩერი მისცეს, სასტუროს გამოყოფა კი ვერ მოხერხდა.
“ათენში დილით 6 საათზე უნდა ყოფილიყო ფრენა, გამთენიისას დაიწყო რეგისტრაცია და მოგვივიდა მესიჯი რომ ფრენა გადადებულია 17:00 საათამდე. აეროპორტში მოგვცეს კვების ვაუჩერი. სასტუმრო არ გამოუყვიათ, გვითხრეს არ ხერხდება. სარეგისტრაციოდან უკან გამოგვიშევს, მთელი პროცედურები თავიდან უნდა გავიაროთ. ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ და ჯერაც არ ვიცით როდის გავფრინდებით. 2 საათისვის კვლავ მოგვივიდა მესიჯი რომ ფრენა 18:40 საათისთვის გადაიდო. ვიზიარის წარმომადგენელი ვერ გვაწვდის ინფორმაციას როდის იქნება ფრენა. არ ვიცით წავალთ თუ არა. ვერ გვპასუხობენ ვერაფერს. რა ხდება როდის მივდივართ.” – ამბობეს “მეგა ტვ”-თან საუბრისას ნელი ირემაშვილი.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში “მეგა ტვ”-ს განუცხადეს ავიაკომპანიამ გადაწია ფრენის დრო.
“ათენიდან უნდა ჩამოფრინდეს ბორტი, რომ წაიყვანოს მგზავრები. 18:40-ზე შესრულდება რეისი. წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს თვითმფრინავი ათენიდან. ჩვენ ველოდებით რომ ბორტი ჩამოფრინდეს, ჩვენ მზად ვართ სრულად რომ ბორტი მივიღოთ.”- ამბობენ აეროპორტის პრესამსახურში.
რა გახდა შეფერხების მიზეზი ამ საკითხზე აეროპორტში განგვიცხადეს რომ მათ არ იციან რა ხდება ათენის აეროპორტში და უნდა მივმართოთ ავიაკომპანიას.










