გოგო წულაია კვლავ პატიმრობაში რჩება. ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით სასამართლო ონლაინ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა . ისინი აღკვეტის ღონისძიების შეცვლას და წულაის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვნენ , თუმცა უშედეგოდ.წულაია ამ ეტაპზე ციხის საავადმყოფოშია და იქ გადის მკურნალობას, მომდევნო სასამართლო 17 მაისს 2 საათზე ჩაინიშნა. გამოსაყვანი-გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ადვოკატის თანახმად, გოგი წულაია ძალადობის ჩადენის ფაქტს უარყოფს.
ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება
სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...










