ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს “პროვოკაციის ელფერი გასდევს”. მისივე თქმით, ძალადობა ცალსახად დასაგმობია.
“ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია თავისთავად, ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს- ამბობს მეუფე დიმიტრი.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა – მეუფე ანტონმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, ბოლოს კი ფიზიკურად დაუპრისპირდა.
წყარო : “მთავარი”.










