ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა.
ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დამატებით დეტალებს “კურიერი“ ადგილზე არკვევს.
rustavi2.ge









