ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს, ენერგოსისტემის წარმომადგენლებმა ხეხილი გაუჩეხეს. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
პენსიონერი შორენა სიმონიშვილი ითხოვს ყურადღება მიაქციონ და ამბობს, რომ მისი უფლებები ირღვევა:
ამ გაჩეხილ ხეებს რო ვუპატრონო მუშა უნდა დავიქირავო, საამისოდ კი 2 თვის პენსია არ მეყოფა…ჩემი უფლება არ ირღვევა? – ამბობს შორენა სიმონიშვილი
“ენერგო პრო ჯორჯიაში” მოხუცი პენსიონერის პრობლემის შესახებ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ეს პროცესი კომპენსაციას არ ითვალისწინებს. ხეების გაჩეხვას კი შესაძლო რისკებით ხსნიან. ამბობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზებში შესაძლოა ტოტები გაიჩხიროს და უბედური შემთხვევა გამოიწვიოს – “ამიტომ სხვა გზა არ არის უნდა გაიკაფოს” – ამბობენ კომპანიაში.










