რუსეთი მძლავრი ბირთვული იარაღის, “RS-28 Sarmat”-ის ტესტირებას იწყებს.
შეიარაღებას ზედმეტსახელად “Satan II’ ჰქვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების ტესტირება მომდევნო თვეებში დაიწყება. შეიარაღება წლების განმავლობაში მუშავდებოდა და ის ახლა ტესტირებებისთვის მზად არის.
“Sarmat ICBM”-ის პირველი გაშვება, სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში მოხდება. საცდელი სამიზნე კამჩატკის ტერიტორია იქნება.
ბირთვული იარაღის გავრცელების არეალი 18,000 კილომეტრია. რაც ნიშნავს, რომ რაკეტა პოტენციურად დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე მიაღწევს და თან 10 ტონა ტვირთის გადაზიდვასაც შეძლებს.










