“მაქვს მესენჯერში მიმოწერა, როგორ თხოვენ მშობელს ფარდების 10 ლარს” – ამის შესახებ იურისტმა ლევან ჭელიძემ დღეს “მეგა ტვ”-ის გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” #33 ბაგა-ბაღში ფარდებისთვის ფულის აკრების თაობაზე განაცხადა და თქვა რომ, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი უფრო უარესს უსიამოვნებებსაც უნდა ელოდოს მისგან.
“33-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი მიმტკიცებდა რომ მათ თანხა არ აუკრეფიათ. იბარებს მშობლებს და აწერინებს ხელს რომ არაფერი არ აუკრეფიათ. ეს ფაქტიც აღბეჭდილი არის და ამის მტკიცებულებაც მაქვს. მთავარი, მაქვს მესენჯერში მიმოწერა, როგორ თხოვენ ფარდების 10 ლარს და ერთ-ერთი მშობელი როგორ გზავნის ხმოვან შეტყობინებას “ახლა ფარდებს რომ დავამთავრდებთ, შემდეგ სკამები და მერხები ვიყიდოთ” – ეს არის უტვინო შეთანხმება. როდესაც შენ 40 ბავშვში, პირობითად, კრებ 10 ლარს, რომელიც 400 ლარია, აქ არსებობს შეკითხვა, 400 ლარიანი ფარდა ოჯახში არ უკიდია ხალხს ბაღში კი არა, ბაღში სადაც ბავშვი შეიძლება მივიდეს და ფანქრით დაჩხაპნოს და დააზიანოს.
როგორც იურისტმა ლევან ჭელიძემ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” განაცხადა ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი უფრო უარესს უსიამოვნებებსაც უნდა ელოდოს თუ კი დარღვევები იქნება:
“როგორც მომივიდა ინფორმაცია ბატონი დავით წიტაიშვილი ჩემზე გაცხარებული ყოფილა და მინდა მივმართო მას, უფრო უარესს უსიამოვნებებსაც ელოდეთ ჩემგან თუ კი დარღვევები იქნება. მინდა ვუთხრა ბატონ დავითს რომ მტკიცებულებები მაქვს, რომ ეს თანხები ნამდვილად იკრიბებოდა და მინდა აუდიტს გადავცე და არა წიტაიშვილს, რომელიც კაცმა არ იცის სად წაიღებს ამ მტკიცებულებებს. ახალი აღმოჩენილი გარემოება არსებობს და დაიწყონ გამოიძება.” – განაცხადა ლევან ჭელიძემ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში”.
ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში ფარდების შესაძენად მშობლებისთვის ფულის შესაძლო მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია იურისტმა ლევან ჭელიძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ფეიბუკში გაავრცელა. მისივე თქმით ინფორმაცია მშობლებისგან ფლობს.
ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში 470 აღსაზრდელი სწავლობს.