LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ აფასებენ და რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში ერთობლივად მუშაობის პირველ დღეს

როგორ აფასებენ და რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში ერთობლივად მუშაობის პირველ დღეს

დაპოსტა 2021/04/27-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

6 თვიანი ბოიკოდის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი დღეს პარლამენტში მივიდა. რა განცხადებები გაკეთდა საკანონდებლო ორგანოში, წაიკიხეთ პოლიტიკოსის გამოსვლები:

 

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

„ჩემი აზრით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ეს კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს, მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რაც მთავარია, წინ უზარმაზარი რთული დღეები გველის, ბრძოლა საპარლამენტო დისკუსიების დროს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ჩვენ ყველანი მზად ვართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და რაც მთავარია ქართველი ხალხის სრული მხარდაჭრით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმებაში. მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ ისევ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განცხადა.
„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა:
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი. ამ 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგვეძლო. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისათვის. ახლა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას შანსს აძლევს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ჩვენი შეხვედრებისას ბრიუსელში ვნახეთ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ, მისი შეფასებით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს – დამარცხებული, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტის ყველა პუნქტს შეასრულებს, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება კიდევ უნდა გაფართოვდეს და უფრო მეტი ოპოზიციური კოლეგა უნდა შეუერთდეს დოკუმენტს. ამასთანავე, სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებზეც მრავალი თვის განმავლობაში არის საუბარი, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები და ამგვარად აღდგეს ნდობა საზოგადოებაში და გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს.

 

„ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დღეს პირველად ამ ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ მადლობა. მადლობა მოთმინებისთვის, მხარდაჭერისთვის ნდობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მადლობა, მათ ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი, შეუმჩნეველი შრომისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან. თუ რამეზე დგას სახელმწიფო ეს არის სწორედ, ჩვენი მოქალაქეების, ხშირად ძალიან უსამართლო, გარემოში შრომა და ბრძოლა. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას. ასევე განსაკუთრებით მინდა მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მთავარი ამოცანა და გამოწვევა, დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიანად ამსახველ და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად, დღეს ასე არ არის.” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

“მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს, პირველ რიგში კი, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება. ყველა გაქცევაზეა! ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, აქ ცხოვრება ღირს, მანამ ეს კრიზის დაძლეული არ იქნება. ორი პარლამენტარი შემოვა თუ ოცდაორი, ეს არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, შარლს მიშელის დოკემენტზე ხელმოწერის შემდეგ, მოქმედ პარლამენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს – შეასრულოს ის, რაც ხელმოწერილ ტექსტში წერია და ქვეყანა მომდევნო არჩევნებისთვის მოამზადოს, ხოლო როგორც კი ამას გააკეთებს, ჯაფარიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება.

 

“30 წლის შემდეგ პირველად ვარ, როდესაც დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ აქ, თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ პროცესში ყველაზე მთავარი – ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც. რამდენიმე ფაქტს გეტყვით იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებების რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ბედნიერების ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის მიერ დაწყებული თუნდაც რაღაც იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციაზე მიდის საუბარი.

მოდის არჩევნები. ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი ტენდერების საშუალებით გარიგებაშია შესული. აი, ამაში ვართ დღეს. ახლა, მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების პოზიციები და ისე გსაყვედურობენ, („ქართულ ოცნებას“) თითქოს, ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. თუ ამ ტყუილს თავი არ დავანებეთ, არაფერი გამოგვივა. ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით“, – განაცხადა  „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

“„ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში ვინმეს შემოსვლა არ-შემოსვლა, რაც თავისთავად ბუნებრივია მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონტრუქციის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება. ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებაში ჩართულმა 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრობამ“, „ევროპულმა საქართვლელომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტისდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
„კარგია, რომ შემოვიდნენ. წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწვევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქვს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო”, – აღნიშნა ელისაშვილმა.
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

წარმატებული ზაფხული – ცნობილია აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) აგვისტო ენერგიული და მოქმედებით სავსე თვე იქნება. სამსახურში ან პირად პროექტებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა
მთავარი

ზაფხულში მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სეზონზე ბავშვს შედარებით მსუბუქი კვება სჭირდება. ეს გულისხმობს მარცვლეულს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე კვერცხს, ფრინველს და თევზს, რაც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით და ფერმენტირებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის დაიწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესი სასწავლებლები ეტაპობრივად აქვეყნებენ ახალ აკადემიურ კალენდრებს. აკადემიურ კალენდარში მითითებულია რეგისტრაციის, სასწავლო პროცესისა და გამოცდების ზუსტი თარიღები. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ყველა უნივერსიტეტში...

დაწვრილებითDetails

კოღოებისა და ტკიპების სეზონი გრძელდება – რა უნდა ვიცოდეთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხულის პერიოდში კოღოებისა და ტკიპების აქტივობა განსაკუთრებით იზრდება, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მწერებისა და ტკიპების ნაკბენი უმეტეს შემთხვევაში სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი. თავდაპირველად, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება
მთავარი

ტაეკვონდოში ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 8 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის 22-მა სპორტსმენმა. შედეგები: 4 ოქროს მედალი 6 ვერცხლის მედალი 3 ბრინჯაოს მედალი...

დაწვრილებითDetails

ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსეთის დავალებით, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი – გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი. შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის ის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, - ამის...

დაწვრილებითDetails

შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს – ირაკლი ფავლენიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი
მთავარი

აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს აწყობს და მის მიერ არის წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე...

დაწვრილებითDetails

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"