LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მრავლობითი სისხლჩაქცევები – რა წერია 14 წლის მოზარდის ექსპერტიზის დასკვნაში

შენს შვილს და მის მეგობარს ყელს გამოვჭრი და ყველას ვაყურებინებო – რას ყვება დედა

დაპოსტა 2021/04/27-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

“რუსთავი 2-სთვის”ცნობილი გახდა დედის ჩვენება, რომელიც ლაგოდეხში 11 წლის ბავშვების დაჩოქებისა და ბოდიშის მოხდის სცენას მობილურით თავადვე იღებდა. ახალგაზრდა ქალი ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ რამ აიძულა ბავშვების მიმართ ეს დამამცირებელი მოპყრობა მობილურით გადაეღო.

ცნობისთვის: არასრულწლოვნების იძულებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბებიას, ვენერა კ-ს, რომელიც სკანდალური ვიდეო-ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია.

“ვცხოვრობ ლაგოდეხში, შვილებთან – 11 წლის გ.მ-თან და 7 წლის ა.მ-თან, ასევე დედასთან ც.შ-თან ერთად. მეუღლესთან განქორწინებული ვარ და ვცხოვრობთ ცალ-ცალკე. ჩემი შვილი გ.მ სწავლობს მე-6 კლასში. ჩემი შვილის კლასელებს მესინჯერში შექმნილი აქვთ ჯგუფი „მეექვსე კლასი“. აღნიშნულ ჯგუფში მეც ვარ დამატებული.

2020 წლის 4 ნოემბერს ჩემი შვილი ჩატში წერდა, რომ ვინმეს მიეწერა მისთვის მისი თანაკლასელის მ.კ-ს ნომერი. მე ვკითხულობდი მიმოწერას და გავიგე, რომ ჩემი შვილი მ.კ-სთან საჩხუბრად მიდიოდა. მე ჩატში მივიწერე, რა მოხდა გამაგებინეთ მეთქი. ჩემი შვილის თანაკლასელმა გოგონებმა მომწერეს, რომ მათმა თანაკლასელმა მ.კ-მ ჩატში გაკვეთილების ცხრილის ჩაგდება ითხოვა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანაკლასელ გოგონებს.

მე ჩატში, როგორც მახსოვს, ხმოვანი შეტყობინება გავაგზავნე და მოვუწოდე ბავშვებს, რომ ჩხუბის გარეშე, მშვიდობიანად მოეგვარებინათ აღნიშნული კონფლიქტი.

იმავე საღამოს ჩემი შვილის ერთ-ერთმა თანაკლასელმა გოგომ, არ მახსოვს კონკრეტულად რომელმა, პირად ჩატში გამომიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩემი შვილი გ.მ და მისი თანაკლასელი ვ.ა ცემენ თავიანთ თანაკლასელ მ.კ-ს, ეუბნებიან დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, მ.კ დგება მუხლებზე და უხდის ბოდიშს თავის თანაკლასელ გოგონებს შეურაცხყოფის მიყენებისთვის. მე აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი წავშალე მესინჯერიდან. დილით მივედი სკოლაში. მინდოდა ჩემი შვილის თანაკლასელების – ვ.ა-ს და მ.კ-ს ნახვა, რათა ისინი შემერიგებინა. როდესაც სკოლაში მივედი ჩემმა შვილმა და ვ.ა-მ მითხრეს, რომ ისინი შეურიგდნენ მ.კ-ს, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და იყვნენ მშვიდად. ამის შემდეგ მე სკოლიდან წამოვედი.

8 ნოემბერს ვიმყოფებოდა თბილისში. შუადღეს, როდესაც თბილისიდან ლაგოდეხში ვბრუნდებოდი, დამირეკა ჩემმა შვილმა, რომელიც ტიროდა და მეკითხებოდა სად ხარო. მე მას ვუთხარი, რომ თბილისიდან მოვდიოდი და მალე სახლში ვიქნებოდი. ჩემმა შვილმა მითხრა მ.კ-ს მშობლები არიან მოსულები და მეჩხუბებიანო. ამ დროს ტელეფონში გავიგე მამაკაცის ხმამაღალი საუბრის ხმა, რომელიც ჩემს შვილს ეუბნებოდა – დედაშენი დამალაპარაკეო. მივხვდი, რომ მ.კ-ს მამა იყო. იგი ტელეფონზე დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩამოხვალ შენი შვილი წამოიყვანე და ჩემთან ამოდითო. დაახლოებით ერთ საათში ჩამოვედი თბილისიდან და პირდაპირ მ.კ-ს მშობლების სახლში მივედი. იქ დამხვდნენ მ.კ-ს მშობლები, ასევე ბებია ვენერა.

როდესაც ეზოში შევედი ვენერამ მაშინვე მითხრა – არ დამელაპარაკო, ხმა არ ამოიღო და შეპასუხება არ გაბედო, თორემ არ ვიცი რას ვიზამ, ძალიან გაბრაზებული ვარო. მას მართლაც ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა. იგი ხმამაღლა ყვიროდა ჩემს შვილიშვილს არავის დავაჩაგვირინებო. მეუბნებოდა, შენს შვილს და მის მეგობარს ყელს გამოვჭრი, ვიდეოს გადავუღებ და ყველას ვაყურებინებო. ვენერა ითხოვდა ჩემი შვილის და მისი მეგობრის ვ.ა-ს მისვლას და მისი შვილიშვილისთვის ბოდიშის მოხდას. მე დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი მ.კ-ს სახლში მოსულიყო. ის რამდენიმე წუთში მოვიდა, ასევე მოვიდა მისი მეგობარი ვ.ა-ც. მათ მოსვლამდე ვენერა კვ

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ...

დაწვრილებითDetails

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
მთავარი

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას...

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი -რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ამ კვირაში ფინანსური ენერგია განსაკუთრებით აქტიურდება და ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანოს. ვერძი — მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი ან ახალი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
მთავარი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო. საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს,...

დაწვრილებითDetails

ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
მთავარი

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის...

დაწვრილებითDetails

“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და აწყურ­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, 2 კი და­შავ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ აწყურ­თან "სუ­ბა­რუს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ცხენს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე და...

დაწვრილებითDetails

ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"