LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა დაემართება  ლარს კორონავირუსის მესამე ტალღის დროს

რა დაემართება ლარს კორონავირუსის მესამე ტალღის დროს

დაპოსტა 2021/04/26-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

საქართველო უკვე მესამედ შევიდა კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მეტად დაიტვირთება კოვიდ-კლინიკები და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, შეზღუდვების დამატებაც დაგვჭირდეს. ჯერჯერობით მთავრობა ახალ შეზღუდვებს­ არ ამატებს, მაგრამ არსებულს ამკაცრებს. ყველაზე უარესი სცენარით მოვლენები ამჯერად შესაძლოა არც განვითარდეს, თუმცა მესამე ტალღის გამოცხადებაც უკვე უარყოფითად მოქმედებს მოლოდინებზე. პირველმა ორმა ტალღამ და შეზღუდვებმა გვაჩვენა, რომ ლარის კურსი ლოკდაუნზე მეყსეულად რეაგირებდა და მნიშვნელოვანი რყევებით უფასურდებოდა, შესაბამისად, ახლა აქტუალური კითხვაა, რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის მესამე ტალღა ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე?

ოთარ ნადარაია, “თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი:

“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მესამე ლოკდაუნიც გვქონდეს, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩაკეტვამ ლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედოს. გაგიკვირდებათ და, უფრო პირიქით მგონია და აგიხსნით რატომაც. ჩვენი საგარეო შემოდინებები, ამ შემთხვევაში ექსპორტსა და ფულად გზავნილებს ვგულისხმობ, მნიშვნელოვნად გაზრდილია. სხვათა შორის, იზრდება იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის აღდგენაზე მიუთითებს. არც ექსპორტისა და არც ფულადი გზავნილების მოცულობა არ არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, უფრო სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეა მიბმული.

რაკი სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენთან და ეკონომიკის გახსნის პირობებში დაავადებულთა რაოდენობასაც უმკლავდებიან, არ გვაქვს მოლოდინი, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც ძირითადი ფულადი გზავნილები შემოდის და საექსპორტო პროდუქცია გაგვაქვს, ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად გაუარესდება. შესაბამისად, საქართველოში შეზღუდვები რომც გამკაცრდეს ან ახალი დაწესდეს, ექსპორტსა და გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს.

რა თქმა უნდა, მესამე ტალღის გამოცხადება ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს და თუ მკაცრი შეზღუდვები კვლავ დაწესდება, მეტად უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურიზმიდან შემოსავალი ამ თვეებში მინიმალური გვაქვს – ის უკვე დაიკარგა პირველი ორი ტალღის დროს და ლარის კურსზე დიდი გავლენაც მოახდინა. ამიტომ ახლა, რაც არა გვაქვს, ვეღარ დაიკარგება და შესაბამისად, არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა ლარის ისეთივე რყევები გამოიწვიოს. გაგიკვირდებათ და, უფრო პირიქით, ყოველი შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში, ლარის გამყარების მოლოდინიც კი გვაქვს.

ვვარაუდობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ქვეყანაში ნაწილობრივ აღდგება და სწორედ მაგ ეტაპისთვის უნდა ველოდოთ ლარის შედარებით გამყარებას.

რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის შესაძლო სცენარებს, 2019 წელთან შედარებით, წლეულს ტურიზმის 25%-იან აღდგენას ვვარაუდობთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ბოლოს, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო, ტურისტული ნაკადები დაახლოებით 93%-ით შემცირდა. თუ სექ­ტორის აღდგენის ათვლას ამ ნიშნულიდან დავიწყებთ, რეალურად ძალიან მცირე გაუმჯობესებაზეა საუბარი.

ტურისტული სექტორის მკვეთრ აღდგენას მხოლოდ 2022 წელს ველოდებით. ეკონომიკის აღდგენის სცენარებში ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპი და მასშტაბი. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვაქცინაციით ე.წ. კოლექტიურ იმუნიტეტს 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს და მეორის დასაწყისში მივაღწევთ. თუ ჩვენ ვერ ავცდებით ქვეყნის სრულმასშტაბიან ჩაკეტვას დაახლოებით თვე-ნახევრის ან ორი თვის განმავლობაში, ეს ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 0,5%-ით შეამცირებს. ბოლო, ერთი თვის წინანდელი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყანა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევდა და თუ ამას ორთვიანი ჩაკეტვაც დაემატებოდა, ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3,5%-მდე შემცირდებოდა. თუმცა დღეს გადავხედეთ ამ პროგნოზს, თუ ზრდის მიმართულებით და ჩაკეტვის გარეშე 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობდით, დღეს ვფიქრობთ­, რომ თუ ლოკდაუნის საჭიროება არ დადგება, ქვეყნის ეკონომიკა 4,6-4,7%-ითაც კი შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სრული ჩაკეტვითაც კი ეკონომიკა, სულ მცირე, 3,5%-ით გაიზრდება.

რა გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს? ექსპორტსა და გზავნილებში დადებით მაჩვენებლებზე უკვე მოგახსენეთ, გარდა ამისა, სახეზეა აღდგენების დინამიკა. ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს “თიბისი ბანკის” საბარათე გადახდების შესახებ სხვადასხვა სექტორის მიხედვით და სახეზეა ეკონომიკის უფრო მკვეთრი აღდგენა, ვიდრე თუნდაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვფიქრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში, წლეულს 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია.

წლის ბოლოსთვის დოლართან გაცვ­ლითი კურსი 3,2-3,5 ლარის დიაპაზონში იქნება. არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტურად გამომივიდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლარის გამყარების ალბათობაც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით წლის ბოლოს, როცა ექსპორტსა და გზავნილებთან ერთად, აღდგენას ტურისტული სექტორიც დაიწყებს. შესაძლოა ლარის გამყარების თვალსაზრისით ამან მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოახდინოს, მაგრამ მაინც დადებითი დინამიკა იქნება.

შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება წლეულსაც საკმაოდ მასშტაბური იქნება, როგორც შარშან. მოგეხსენებათ, 500 მილიონი დოლარის ევრობონდების წარმატებით დაფინანსებაც მოხერხდა.

ასევე მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ინფლაცია, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზით, შესაძლოა 9%-ზეც კი ავიდეს, თუ მეტზე არა. დიდია ალბათობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა, რათა ლარის კურსი მკვეთრად არ გაუფასურდეს. ესეც მნიშვნელოვანი მუხრუჭია.

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემო. თურქული ლირა კვლავ რჩება პრობლემად. როგორც კი ლირა უფასურდება დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით, სადღაც 1,5%-ით უფასურდება ლარი დოლარის მიმართ, ეს კავშირი ბოლო წლებში ასე ჩამოყალიბდა”.

“ეროვნული ბანკი ჯადოქარი არ არის, რომ მდგომარეობა ხელის ერთი მოსმით გამოასწოროს”.

წყარო : წყარო: „კვირის პალიტრა”.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"