LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე – ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება – ევროსაბჭოს პრეზიდენტი

რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით

დაპოსტა 2021/04/19-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს და შესაბამისად, მის პირობებს შეასრულებს, მზადაა დოკუმენტს ხელმოწერით თავადაც შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს.

როგორც ახვლედიანმა  განაცხადა, ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა საქართველოს ინტერესი დგას.

”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაფართოებულ ფორმატში, პოლიტსაბჭოს სხდომზე უნდა იმსჯელოს.

„მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე უფრო გაფართოებულ ფორმატში, უნდა მოიწვიოს პოლიტსაბჭოს და არჩეული დეპუტატების სხდომა. ეს არის ისეთი საკვანძო საკითხი, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. მე არ ვიცი ყველას აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პარტიის სტრუქტურის მიერ შესაბამისი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს არის საკვანძო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობაში. ვფიქრობ, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ალბათ, ყველა შედეგი ხელმოწერის გადაწყვეტილების თუ ხელმოწერაზე უარის თქმის სწორად უნდა იქნას გაანალიზებული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პლებისციტისკენ იხრება, თუმცა, ვადამდელ არჩევნებზე საკითხის მიბმაც კომპრომისული ვარიანტია.

„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტი კომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის ნიკა მელიას თემა.

როგორც ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.

„დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და აქ გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მხრიდან ახალი დოკუმენტის გაკეთება „ქართული ოცნებისთვის” სილის გაწვნაა და მათ აქამდე არსებულ დოკუმენტს ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ სხვა დოკუმენტი არ ყოფილიყო.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი დოკუმენტი “ლელოსთვის” მისაღებია, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის ამნისტიის პუნქტი, დაუზუსტებელია.

„ეს არის განსხვავებული დოკუმენტი, რასაც „ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაკეთება პრაქტიკულად სახეში სილის გაწვნაა „ქართული ოცნებისთვის”, რომელმაც დოკუმენტზე, რომელიც არ წარმოადგენდა შეჯერებულ შეთანხმებას, წინსწრებით მოაწერა ხელი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო სხვა დოკუმენტი. ვხვდებით, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც იყო სამუშაო ვერსია, ემსახურებოდა იმას, რომ იქნებ არ გაკეთებულიყო სხვა დოკუმენტი.

შეიძლება ის პუნქტები, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხება, ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ სწორედ ესაა კომპრომისი, რათა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ საყრდენი ოპოზიციის სახით. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტს და ვფიქრობთ, ის მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას.

მელიას გამოსვლა საპატიმროდან იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ პარლამენტში მუშაობა დავიწყოთ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დაუზუსტებელია ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი იმიტომ, რომ ის უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლითაც აღძრული იქნა საქმე აქტივისტების წინააღმდეგ. ეს ვერ შეეხება იმ დანაშაულებს, რაც ეხება უკანონო ბრძანების გაცემას და ამის გამო ადამიანების დასახიჩრებას, ეს არის დეტალი, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს. სხვა მხრივ ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დოკუმენტთან შედარებით, რომელიც ბატონმა დანიელსონმა დატოვა და შესაბამისად, ეს დოკუმენტი „ლელოს” მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, მიიღებს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კითხვას, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკურ გაერთიანებებს გუშინ შესთავაზეს.

მაჭარაშვილის განცხადებით, ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო.

მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის.

„ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი, ეს არის. არსებობს მომენტი, როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. „ოცნებას“ ეგონა, რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით.

ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში.

ამასთანავე, სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს: ოპოზიციის ხედვა და გეგმა. ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია“, – აღნიშნა უგულავამ.

ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ.

“ქოცების” ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ პოზიციასა და ოპოზიციის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართულ პოზიციას შორის, “შუალედურის” ძებნა, პრინციპულად არასწორია.

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია” – მეუფე ანდრია
მთავარი

წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

“იმედი გვაქვს, რომ მშვიდობით ჩატარება ყველაფერი და არჩევანი უფალი როგორც განაგებს, ის იქნება” – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
7 ბავშვის სიტყვა არაფერს არ ნიშნავს და 4 სახედამალულის კანონიერია –  რას ამბობს მეუფე იოანე ნინოწმინდის პანსიონატზე
მთავარი

შიო, იობი თუ გრიგოლი - ვინ გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? - მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს, 3 საათში დაიწყება. სამებაში შეხვედრას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა...

დაწვრილებითDetails

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და მოქმედებისთვის ხელსაყრელი იქნება. შეიძლება მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — ზედმეტი პირდაპირობა კამათს გამოიწვევს.   კურო - სიმშვიდისა და...

დაწვრილებითDetails

შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 11 მაისს, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახსნის....

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი, თუმცა თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე ქალაქში +27 გრადუსს მიაღწევს. ზოგან მოსალოდნელია წვიმა.   ამინდი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +23 - უმეტესად...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
მაისი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

“ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო”- პეტერ ფიშერი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის-გერმანიის ელჩი
მთავარი

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"