მეგან მარკლის მეგობრის განცხადებით, ყოფილმა ჰერციგინიამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა პრინცი ფილიპის ხსოვნისთვის პატივი ეცა. მისივე თქმით, მეგანმა დაკრძალვის ცერემონიისთვის ყვავილების გვირგვინი გაგზავნა, რომელსაც ხელნაწერი ბარათი ახლდა თან.
ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
მეგანმა და ჰარიმ ყვავილები პირადად შეარჩიეს. გამოცემის ცნობით, მეგანმა პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიას, არჩისთან ერთად ლაივ რეჟიმში უყურა.
მეგანი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა. ამის მიზეზად მეგანის ორსულობა სახელდება. ასევე, როგორც მეგანი ამბობს, არ უნდოდა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.
ცნობისთვის, რადიკალების ნაწილი მეგან მარკლს 99 წლის პრინცი ფილიპის სიკვდილში ადანაშაულებს.
ავსტრალიურ შოუში „Sunrise“ განაცხადეს, რომ მეგანისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოპრა უინპრისთან ელისაბედ მეორის ჯანმრთელობა გაუარესდა, ცოტა ხანში კი პრინციც გარდაიცვალა.
გადაცემის წამყვანმა პირდაპირ მოუწოდა მეგანს, გაჩუმდეს, სანამ სამეფო ოჯახში კიდევ ვინმე „არ მოუკლავს“.
„პირდაპირ ვიტყვი, ხმა ჩაიწყვიტე, მეგან“,- განაცხადა ტელეწამყვანმა










