LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს საქართველოში ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია – გია ხუხაშვილი

ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა – გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე

დაპოსტა 2021/04/19-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც ის აცხადებს, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

„ვფიქრობ, უნდა მოაწერონ ხელი არა საკუთარი პარტიული გათვლებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, დასავლეთიდან ამას დიდი ხანია გვეუბნებიან, საზოგადოების განწყობაც ასეთია.

მე ვხედავ აქ კომპრომისს. მოლაპარაკების მაგიდაზე 2 ძირითადი საკითხი იდო. პრაქტიკულად, ერთი არის პატიმრებთან დაკავშირებული საკითხი და ამ შეთანხმებით თითქოს, ეს წყდება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისიც მისაღებია. ჩემთვის გაუგებარია ის რიტორიკა, რაც ოპოზიციისგან მესმის, რომ თურმე ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე ამის მიბმა არ შეიძლება.

თუ კამპანია იქნება ნორმალურად ჩატარებული, ყველას კარგად ესმის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია წარმატებას და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ისინი რიგგარეშე არჩევნებსაც პირწმინდად წააგებენ. ვერ ვხედავ პრობლემას, რის გამოც ოპოზიციამ კიდევ უნდა გააგრძელოს ვაჭრობა. ამ 3 %-ზე ვაჭრობაც არ მიმაჩნია რელევანტურად.

გულდასაწყვეტია, რომ ამ კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, ამ მონოლოგების კაკაფონიას რომ გაცდენოდნენ მხარეები და ეს ყველაფერი რეალურ დიალოგში გადასულიყო. ეს დრო დაიკარგა მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“,-აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

თორნიკე თოშხუას ბანერის ჭერის გამო 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტ თორნიკე თოშხუას ბანერის ჭერის გამო 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაეყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. სხდომის დაწყებისას სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა დაკავებულმა და თქვა, რომ იმ დროს,...

დაწვრილებითDetails

2 აგვისტოს ილიაობა აღინიშნება

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“– წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის და წმიდა სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წინასწარმეტყველი ელია; წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, 61 წლის ნანა ლაჩაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ახლობლები და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ. ლაჩაშვილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოდან იყო. ის წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, ბრუკლინში...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 10 კილოგრამამდე ნარკოტიკი – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს...

დაწვრილებითDetails

დაჭრა თბილისში – გარდაცვლილია კაცი

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პირი მარკეტში შეიჭრა და მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – რა მოხდა თბილისაი

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.   შსს-ს...

დაწვრილებითDetails

2 აგვიატოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 2, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და აქტიური იქნება. შესაძლოა მოულოდნელად ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. საღამო მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნოდ ჩაივლის.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ....

დაწვრილებითDetails

ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა.   ,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს" ,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ...

დაწვრილებითDetails

ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! – რას წერს მოკლული ბიჭის დედა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე
მთავარი

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ნიკა ღუ­ნაშ­ვი­ლი დღეს 18 წლის გახ­დე­ბო­და. მისი დედა, თა­თია ჩირ­გა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ, დე... ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! 18 წელი,...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.   არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.   შემთხვევის ადგილზე შინაგან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"