ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აისბერგის ფართობი 1 636 კვადრატული კილომეტრია.
მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოწყდა. ისინი აცხადებენ, რომ აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ანტარქტიდიდან აისბერგების მოწყვეტის რაოდენობა გაიზარდა, რასაც კლიმატურ ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.