პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახთან იმყოფება.
ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით ბიჭი მცხეთაში იმყოფებოდა. მას ოჯახი გუშინ საღამოდან ეძებდა.










