ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებმა ცენტრალური მოედანი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის შენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ეწინააღმდეგებიან „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, ამიტომ უერთდებიან გუმათში მყოფ აქტივისტებს. მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და გუმათისკენ აპირებებ წასვლას. მათი თქმით, ეს მშვიდობიანი მსვლელობაა და თუ ავტომობილებით არ გაუშვებენ, ფეხით მივლენ.
როგორც ცნობილია რიონოს ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისში მოდის, რათა მოედანზე შეკრებილ ადამიანებს შეხვდეს. მისი მოსვლის შემდეგ გადაწყდება თუ როგორ მოიქცევიან ქუთაისის ცენტრში შერკებილები.










