კომპანია გალფს, ეროვნული ბიბლიოთეკასა და ორგანიზაცია “შენმოქმედს” შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან რომ ერთი წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ბიბლიოთეკებს მიაწვდიან როგორც წიგნებს ასევე კომპიუტერებს. პროექტის მიზანია ინტერნეტისა და კომპიუტერებთან წვდომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა სწავლა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ახალგაზრდისთვის.
ამ საკითხებზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, კომპანია „გალფის” მარკეტინგის დირექტორმა ნინო ჯიბლაძემ და ორგანიზაცია “შენმოქმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ” ინტერ პრესს ნიუსი” ავრცელებს.









