LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეცნიერებმა კორონავირუსის შესაჩერებლად  ვაქცინა შექმენეს

ნახეთ, სად დარჩა იმერეთში ვაქცინის გაკეთების მსურველებისთვის ადგილი

დაპოსტა 2021/04/10-ში
A A
175
ნახვა
გაზიარება

კოვიდვაქცინაცია თანამედროვე სამყაროსთვის მთავარი გამოწვევაა. საქმე საშიშ ვირუსს ეხება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა… ახლა, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების პირასაა, გამოსავლად მხოლოდ ვაქცინაცია რჩება ან უკიდურესი ზომა – მკაცრი ლოქდაუნი. ამ დროისთვის, საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაციაა შესაძლებელი – AstraZeneca და Pfizer-ი..

ვაქცინაციის მსურველთათის სპეციალური პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ პირადი არჩევანის საფუძველზე ამ ორი ვაქცინიდან შეარჩიონ მათთვის სასურველი კოვიდვაქცინა, აცრის სასურველი თარიღი, დრო და ამით საკუთარი თავი და სხვების სიცოცხლე გადაარჩინონ.

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა კოვივაქცინაციაზე როგორი მოთხოვნაა თბილისსა და რეგიონებში. როგორც აღმოვაჩინეთ, დედაქალაქში აცრის მსურველთა რაოდენობა დიდია და თავისუფალი მხოლოდ ერთი ვაქცინაა, თუმცა იქვე ვნახეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდაში სრულად თავისუფალი ადგილები, იქ არცერთი ადამიანი ვაქცინის გაკეთებას ამ დრომდე არ აპირებს… ძალიან ცოტა რაოდენობაა კოვიდვაქცინის მსურველი ამბროლაურსა და დუშეთში. ჩვენი დაკვირვებით, ვაქცინაზე მოთხოვნა დიდ ქალაქებში უფროამოთხოვნადი…

 

დედაქალაქი

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის თბილისის ოთხ მუნიციპალიტეტშია ვაქცინაცია შესაძლებელი: დიდუბე, ისანი, კრწანისი და საბურთალო. აქედან დიდუბეში, “ევექსის” კლინიკაში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი არის აცრის მხრუველისთვის დარჩენილი 12 აპრილს. საბურთალოზე, ინფექციურ საავადმყოფოშიც მხოლოდ დღეს, 10 აპრილს მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილია ხელმისაწვდომი. დედაქალაქის დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში ვაქცინის გაკეთების მსურველთა სარეგისტრაციო ველი სრულად შევსებულია, რაც მოსახლეობის აქტიურობაზე მეტყველებს./

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, თბილისში აღნიშნული დასახელების აცრის ჩატარება შესაძლებელი მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტშია: საბურთალო, ისანი და სამგორი. საბურთალოზე ორ სხვადასხვა კლინიკაში სამ-სამი აცრის კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც არცერთი ადგილი თავისუფალი აღარ არის.

 

აჭარა – ბათუმი, ქობულეთი

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის ბათუმში, შპს. “მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის მედცენტრში” 19 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მსურველებისთვის თავისუფალი ადგილები ხელმისაწვდომია, ხოლო 10 აპრილიდან 19 აპრილამდე სრულად შევსებულია.

ქობულეთში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ქალაქში 10 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული მხოლოდ 23 ადამიანია.

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, აღნიშნული ვაქცინით აცრა მხოლოდ ბათუმშია შესაძლებელი და მოსახლეობის აქტივობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია – აცრის ორ კაბინეტში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის.

 

გურია – ოზურგეთი

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის ოზურგეთში, შპს. “მედალფაში” აცრის ერთი კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მიღების მიზნით, მოსახლეობას რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

Pfizer-ის ვაქცინა გურიის რეგიონისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

 

იმერეთი – საჩხერე, ქუთაისი

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის საჩხერეში, “საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში” ვაქცინაციის ერთი კაბინეტი ფუნქცინირებს, სადაც 12 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მოსახლეობას რეგისტრაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

ქუთაისში ასევე, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის 2 კაბინეტი ფუნქციონირებს და თავისუფალი 2 ადგილი დღესაც არის, თუმცა ძირითადად, რეგისტრაცია 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის აღნიშნული საშუალება გამოყოფილია და ხელმისაწვდომი მხოლოდ ქუთაისში იყო. 2 კაბინეტში ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია.

 

კახეთი – გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი 

 

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის გურჯაანის მოსახლეობა შპს.”ჯეო ჰოსპიტალს”-ში იცრებიან. გურჯაანში ამ დროისთვის, 32 აცრის მსურველია რეგისტრირებული. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, 10 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მიზნით, ამოქმედებულ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს.

თელავში კი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის 63 მსურველი უკვე დარეგისტრირებულია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან შეუძლიათ დღეიდან, 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით მათთვის სასურველ დროს დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება ლაგოდეხს, იქ ამ დროისთვის 11 ადამიანია რეგისტრირებული. ლაგოდეხში მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა 10 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ასაცრელად დარეგისტრირდნენ.

 

მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მცხეთა

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველებისთვის დუშეთში, შპს. “ჯეო ჰოსპიტალს”-ში, აცრა დღეიდან, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი და ამ დროისთვის, დუშეთიდან ასაცრელად 18 ადამიანია რეგისტრირებული.

რაც შეეხება მცხეთას, “მცხეთის სამედიცინო ცენტრში” მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ 47 ადგილია და რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

 

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაური 

ამბროლაურში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მხოლოდ 13 მსურველია ამ დროისთვის რეგისტრირებული. აღნიშნული რეგიონის მოსახლეობას ვაქცინაციის მიზნით, რეგისტრაცია 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შეუძლია.

 

სამეგრელო და ზემო სვანეთი – ზუგდიდი

ზუგდიდში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების 53 მსურველია რეგისტრირებული. რეგიონის მოსახლეობისთვის თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის და მათთვის რეგისტრაციის ვადად 10-29 აპრილია მითითებული.

 

სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი

ახალქალაში მოსახლეობა შპს. “ევექსის ჰოსპიტლები”-ში აიცრება. ამ დროისთვის, დარეგისტრირებული არცერთი ადამიანი არ არის. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აცრის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს ვაქცინაციის მიზნით, დარეგისტრირდნენ.

 

ქვემო ქართლი – გარდაბანი, მარნეული, რუსთავი 

ქვემო ქართლში სამ მუნიციპალიტეტში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: გარდაბანში, მარნეულსა და რუსთავში. გარდაბნის შპს,” ჯეო ჰოსპიტალს”-ში აცრის მხოლოდ 1 მსურველია. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო ველი ერთი შემთხვევის გარდა სრულად ღიაა და შესაბამისად, ადგილი საკმაოდ ბევრია.

უკეთესი ვითარებაა მარნეულში, სადაც ასევე, შპს. “ჯეო ჰოსპიტალს”-ში, AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების 14 მსურველი უკვე დარეგიტრირდა. 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აცრის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს ვაქცინაციის მიზნით, დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება რუსთავს, ამ ქალაქში აქტიურობა საკმაოდ მაღალია. ამ დროის მდგომარეობით, აცრის 215 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა თავისუფალი ადგილები 10 აპრილიდან 30 აპრილამდე ჯერ კიდევ არის.

 

შიდა ქართლი – გორი, ხაშური 

გორში ამ დროისთვის, 117 ადამიანია რეგისტრირებული, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრებიან. ქალაქში ვაქცინაცია სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან მიმდინარეობს და 29 აპრილის ჩათვლით ვაქცინაციის მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია. აღნიშნულ ქალაქში თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის.

რაც შეეხება ხაშურს, “ახალ კლინიკაში” ვაქცინაცია დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და 1-ლ მაისს დასრულდება. ამ დროისთვის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის 24 ადამიანია დარეგისტრირებული.

primetime.ge

გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ
მთავარი

დღეს, 22 ივლიის სამოქალაქო აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს სადარბაზოსთან სამი პირი დაესხა თავს. როგორც სოციალურ ქსელში, ოქრიაშვილის მეგობრები წერენ მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ

დაწვრილებითDetails

დაჭრილია ქუჩაში მიმავალი ქალი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილი სამი პირიდან ერთი ქალია, ის ქუჩაზე მიდიოდა რა დროსაც ტყვია მოხვდა - ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრხელებს. ორი დაჭრილი ახალგაზრდიდან ერთი 18...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზესტაფონში ერთ-ერთ საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა. ინფორმახიას ,,ტოპნიუსი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, დასაქმებული სახურავზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ძირს ჩავარდა. ასევე, მძიმე მდგომარეობაშია ადგილზე მყოფი მეორე დასაქმებულიც.

დაწვრილებითDetails

“ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!”

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

"ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!" - წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.

დაწვრილებითDetails

ავარია ზესტაფონში – დაშავებულია 6 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

ზესტაფონში, ორი მსუბუქი მანქანისა და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

სროლა ბათუმში – ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სროლა ბათუმში - ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს. ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მედიამ ადგილზე 10-მდე ტყვია დათვალა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილზებული. L...

დაწვრილებითDetails

შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სოფელ ყიზილ-აჯლოში მოხდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს – ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 14-დღიან პატიმრობას აპროტესტებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "RICDOG"-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა. "14-დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელებში პოსტის გამო, ეს იგივეა, რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მტვრის ნაწილაკების ზემოქმედება ყოველწლიურად ათასობით ნაადრევი გარდაცვალების მიზეზია – ჯანმო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო
მთავარი

ევროპის რეგიონის მოსახლეობისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი საფრთხეა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ. მასალას COMMERSANT.GE აქვეყნებს. „ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ქრონიკული...

დაწვრილებითDetails

დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება – მედიის ადვოკატირების კოალიცია

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოებრივ მაუწყებელში  თანამშრომელთა დევნის პრაქტიკა გრძელდება
მთავარი

ვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტის გამო დაკავებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"