LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ხელისუფლება, პენსიის თემას კიდევ ერთხელ იყენებს წინასაარჩევნოდ ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად” – დავით ბაქრაძე

უარს ვამბობ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე – ბაქრაძე

დაპოსტა 2021/04/10-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

დღეს „ევროპული საქართველოს“ ყრილობაა, რომელზეც  პარტიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ.

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ის უარს ამბობს როგორც პარტიის თავმჯდომარეობაზე, ისე პარტიის წევრობაზე და განმარტავს:

დღეს გაიმართება პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის  გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე.
მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის.  ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს –  დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.
სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება – რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას – მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.
ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება – დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, “ევროპული საქართველო” ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადად ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას – ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.
უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!” წერს დავით ბაქრაძე

წყარო ;  https://mtavari.tv/

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
მთავარი

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი  შეუჩერა
მთავარი

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"