LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

გამოუშვებენ თუ არა ნიკა მელიას ციხიდან დღეს გახდება ცნობილი

დაპოსტა 2021/04/08-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.

კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და ის სამათლებრივი სივრციდანაა გასული. კონდახიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს მოსამართლე.

დაესწრება თუ არა ნიკა მელია საკუთარ პროცესს, ეს დღეს გახდება ცნობილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ადვოკატმა სასამართლოს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობით უკვე მიმართა, რათა მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და საკუთარ საქმეში ჩართვა შეძლოს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ავტომობილი მდინარეში იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ავტომობილი მდინარეში იპოვეს. ოჯახი 38 წლის რაბიტ ბაქიევს 2025 წლის 9 თებერვლიდან ეძებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მკვიდრი რაბიტ ბაქიევი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტომობილი სკოლის წინ მოაჯირს შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი სკოლის წინ მოაჯირს შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ავტომობოლი სკოლის წინ მდებარე მოაჯირს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, მე-12 საჯარო სკოლასთან მოხდა. როგორც თვითმხილველი ,,მეგა ტვ"-ს უყვება ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი მკვეთრად შეიცვალა – დაანონსებული სიცხე წვიმამ ჩაანაცვლა

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად თბილი და სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს | ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:  "საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ...

დაწვრილებითDetails

სკოლაში ბავშვის სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

სკოლაში ბავშვის სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მასწავლებელს ბავშვის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია ფრინველთა არალეგალური სასაკლაო

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
გამოვლენილია ფრინველთა არალეგალური სასაკლაო
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინსპექტირებისას სასაკლაოზე...

დაწვრილებითDetails

6 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქუთაისის შოტოკან კარატე-დოს წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
6 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქუთაისის შოტოკან კარატე-დოს წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
მთავარი

14-16 ივლისს ბათუმში, მსოფლიოს შოტოკან კარატე-დო ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ქუთაისის შოტოკან კარატე-დოს ნაკრებმა პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინი...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობსგორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.შეგახსენებთ, ტრაგედია 13 ივლისს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მიმავალ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სტუდენტები სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ქუთაისელი სტუდენტები სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან
მთავარი

🎓 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სამი სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან. 🔹მარიამ ბუსკივაძე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"