ქუთაისში ავტომობოლი სკოლის წინ მდებარე მოაჯირს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, მე-12 საჯარო სკოლასთან მოხდა.
როგორც თვითმხილველი ,,მეგა ტვ”-ს უყვება ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სკოლის წინ მოაჯის შეეჯახა.
,,ჯიპის” მარკის ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.










