🎓 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სამი სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან.
🔹მარიამ ბუსკივაძე — ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, თერჯოლის მერის მრჩეველთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი და „A+ Academy“-ის აკადემიური დირექტორი. მარიამი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლობდა უნგრეთსა და რუმინეთში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებში.
🔹ლამარა ჩორგოლიანი — ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. იგი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და „ძველი უელსური ლიტერატურის ანთოლოგიის“ თარგმნისა და ილუსტრირების პროცესში.
🔹თათია ერბალიძე — ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. თათია მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, „ძველი უელსური ლიტერატურის ანთოლოგიის“ თარგმნაში და აქტიურად ეუფლება უცხო ენებს.










