მერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციისგან. მან ასევე მოუწოდა რუსეთს განმარტოს “პროვოკაციები”. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა ისაუბრა.
ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, ეს მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა პარასკევს პირველად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთმა ჯარები და ტანკები გადაიყვანა უკრაინის საზღვართან, უკრაინული მხარის განცხადებით ის არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ცნობისთვის რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.