გაზეთის ”ქუთაისი” დაარსებიდან 100 წელი გავიდა

218
ნახვა

გაზეთის ”ქუთაისი” დაარსებიდან 100 წელი გავიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს.

”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

”კადრი დიდი წარსულიდან:

3 აპრილს, გაზეთ “ქუთაისის” დაბადებისა და მისი 100 წლის იუბილის დღეს, ვფიქრობ, ეს ფოტო ძალიან დაამშვენებს.

ხელმარცხნივ ზის გივი მეფისაშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, გაზეთ “ქუთაისის” რედაქტორი 23 წლის მანძილზე, რამდენიმე წიგნის ავტორი, საზოგადო მოღვაწე და თავისი პიროვნული თვისებებით მუდამ გამორჩეული კაცი;

შემდეგ – რაჟდენ გაბეჩავა – პასუხისმგებელი მდივანი და დიდი პროფესიონალი, რომლის სახელი ლეგენდასავით შემოგვრჩა რედაქციის მომდევნო თაობებს;

მის გვერდით – სერგო მაღლაფერიძე, მწერალი და რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, წლების მანძილზე გაზეთის რედაქტორის მოადგილე, ახალგაზრდა მწერლებისა და ჟურნალისტების უპირველესი მასპინძელი და გზის დამლოცავი “ქუთაისის” ფურცლებზე, მრავალი პროზაული, პუბლიცისტური და იუმორისტული წიგნის ავტორი, ყველაზე მახვილკალმიანი, თვითმყოფადი წერის სტილით გამორჩეული ჟურნალისტი.

ჟურნალისტების გვერდით, მარჯვნივ, გენიალური ბორის გაპონოვია, “ვეფხისტყაოსნის”ივრითზე ბრწყინვალედ მთარგმნელი.

ჩემი ვარაუდით, ფოტო 60-იანი წლების ბოლოს, ან 1970 წელს უნდა იყოს გადაღებული, გაზეთ “ქუთაისის” რედაქციის ძველ შენობაში.” – წერს ნანული ცხვედიანი.

გაზეთი “ქუთაისი” 100 წლის იუბილე ქუთაისის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთის თანამშრომლებს მიულოცეს. შეხვედრას ამერიკიდან ჩაერთო ჟურნალისტი მანუჩარ პირველი.

“გაზეთი “ქუთაისი” იყო ჩვენი ქალაქის ნამდვილი მემატიანე მე-20 საუკუნეში. ათწლეულების მანძილზე გამორჩეული სახელები და სახეები ჰქმნიდნენ ამ გაზეთს. ყველა ქუთაისელის ოჯახში , ყოველდღე მოუთმენლად ელოდნენ “ქუთაისს”. სწორედ ამ გაზეთის ფურცლებმა შემოგვინახა უამრავი ისტორიული კადრი და ამბავი. დასანანია, რომ დღეს გაზეთი აღარ გამოდის. ვულოცავ გაზეთ “ქუთაისის ” თანამშრომლებს და ყველა ქუთაისელს ამ მნიშვნელოვან თარიღს! თქვენ ჩვენი ქალაქის ისტორიას წერდით !”- მიმართა სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზეთ “ქუთაისის” პირველი ნომერი 1921 წლის 3 აპრილს გამოვიდა.

“მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსებობის დიდი ხნის მანძილზე გაზეთი საბჭოთა იდეოლოგიის პლატფორმაზე იდგა და მთავარი სახელისუფლებო ორგანო იყო, მხოლოდ პროპაგანდისტულ სტატიებსა და დოკუმენტებს როდი აქვეყნებდა. მის ფურცლებზე აქტიურად აისახებოდა ქალაქის მნიშვნელოვანი ტრადიციები და ყოველდღიური მაჯისცემა , საზოგადოებრივ -ეკონომიკური ცვლილებები, კულტურისა და განათლების სიახლეები, იბეჭდებოდა ლიტერატურულ -შემეცნებითი პროდუქცია, ფიქსირდებოდა უამრავი გვარ – სახელი, ისტორიული ფაქტები, მკითხველის საყვარელი რუბრიკები …

გაზეთმა „ქუთაისმა“ სახელწოდებებითაც არაერთხელ განიცადა ცვლილება. მისი მოკლე ბიოგრაფია ასეთია: 1921 წლის 3 აპრილს გამოვიდა საქართველოს საგუბერნიო რევკომისა და პარტიის საგუბერნიო კომიტეტის ორგანოს – „მუშა და გლეხის“ პირველი ნომერი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი: 1924 -1925 წლებში სახელისუფლებო გაზეთს ერქვა „წითელი ვარსკვლავი“, 1930 -1932 წლებში – „ლენინის გზით“, 1932 -1934 წლებში – „მუშა და კოლმეურნე“, 1934 -1938 და 1952 – 1961 წლებში — „სტალინელი“, 1938 – 1952 წლებში – „ინდუსტრიული ქუთაისი“, 1961 წლიდან 2011 წლის ჩათვლით კი ის თავის ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვან სახელს – „ქუთაისს“ ატარებდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტიის საქალაქო კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორგანო – გაზეთი „ქუთაისი“ რედაქციის ჟურნალისტთა თაოსნობით და ძალისხმევით, 90-იანი წლებიდან გამოდიოდა, როგორც დამოუკიდებელი საქალაქო საზოგადოებრივ -პოლიტიკური გამოცემა.

ამ მოკლე ჩამონათვალის მიღმა, „ქუთაისმა“ განვლო ურთულესი და წინააღმდეგობრივი, გრძელი გზა, თუმცა , სხვადასხვა დროის ჟურნალისტთა ნიჭიერი თაობების დიდი მცდელობით, ის მუდამ იყო ხალხის საყვარელი გაზეთი, მისი სიხარულის, ტკივილისა თუ პრობლემების უშურველად გამზიარებელი, სიახლეების მაცნე და დიდი მატიანის შემკრები. რედაქციასთან აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია, გაზეთს ჰყავდა სხვადასხვა პროფესიის მრავალი შტატგარეშე კორესპონდენტი. ისიც რად ღირს, რომ პირველად აქ, ამ გაზეთში, იბეჭდებოდა ლადო ასათიანისა და მრავალი ცნობილი ავტორის ნაწარმოებები. გალაკტიონის შედევრი „ნიკორწმინდაც“ (ასე ერქვა თავდაპირველად) სწორედ „ინდუსტრიული ქუთაისის“ 1947 წლის 30 აგვისტოს ნომერშია გამოქვეყნებული.

გაზეთის კომპლექტები უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ მასალას იძლევა ფართო პროფილის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.
ამის გათვალისწინებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო -ბიბლიოგრაფიულმა განყოფილებამ დაიწყო გაზეთ“ ქუთაისისა“ და მისი წინაპარი გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის შედგენა: უკვე დაიბეჭდა ორი მოზრდილი ტომი, დასაბეჭდად მზადდება მესამე წიგნი და დაწყებულია მეოთხე ტომის ბარათების შედგენაც.
სამწუხაროდ, გარემოებათა გამო, გაზეთ „ქუთაისმა“ 2011 წელს შეწყვიტა გამოსვლა. მის ფურცლებზე აღზრდილი ჟურნალისტები დღეს სხვა საინფორმაციო საშუალებებში ან სხვა სფეროში საქმიანობენ, მაგრამ , ისევე, როგორც ჩვენს ერთგულ მკითხველს, არავის ავიწყდებათ მეოცე საუკუნის ქუთაისის დიდი მემატიანე და საზოგადოებრივ მაჯისცემაზე მუდამ ერთგულად მიყურადებული გაზეთი „ქუთაისი“. – წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

დაკავშირებული -პოსტები

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამუშაოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან მოულოდნელი სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური ხარჯები მოერიდეთ....

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წესებს განმარტავს.   „ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. ამ დღეს...

დაწვრილებითDetails

ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ – დაღუპულუა 2 მაშველი (უცხოეთი)

SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა. ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა. ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები საქართველოში მაღალ ტემპერატირას პროგნოზირებენ

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს. მისივე ინფორმაციით, ტემპერატურამ შესაძლოა +42 გრადუსამდეც მოიმატოს. "საქართველოში საშუალო...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა.   შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.   ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები ვახო ხუციშვილი მსუბუქი ავტომობილით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მამაკაცმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა

ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ავტოქარხანაში, მე-14 სკოლის წინ მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს თვითმხილველმა განუცხადა ბებია და შვილიშვილი მსიბიქად დაშავდნენ და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია ბავშვი

რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია ბავშვი || არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ასპინძისთან 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

დღეს, 9 ივლისს ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. შედეგად მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები