LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიზეზები, რის გამოც სუპერმარკეტში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

მიზეზები, რის გამოც სუპერმარკეტში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

დაპოსტა 2021/04/01-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება
ბოლო პერიოდში, საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები წარმოადგენს, რომელიც თითეული მოქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება.

რა პროცესებია პასუხისმგებელი სურსათის გაძვირებაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ამის გასარკვევად „ბიზნესპრენიუსი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანებას რითეილ ასოციაციას დაუკავშირდა.

მათ მიერ გაკეთებული განმარტებების თანახმად, საკვები პროდუქტების გაძვირებაზე იმოქმედა:

  • ლარის გაუფასურებამ;
  • საწვავის გაძვირებამ;
  • იურიდიული პირების ნაწილისთვის კომუნალური ხარჯების ზრდამ;
  • საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებამ.

ხარჯები გაუძვირდა როგორც დისტრიბუტორებს, ისე საცალო მოვაჭრეებს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია განმარტავს, ფასების ზრდის ძირითად 2 მიზეზს საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის გაუფასურება წარმოადგენს. მისივე თქმით, ლარის გამყარებას შეიძლება მოჰყვეს ფასების დასტაბილურებაც.

„ფასების ზრდას აქვს 2 მიზეზი: საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება, მაგალითად, ზეთისა და ხორბლის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი არის პირდაპირ ლარზე მიბმული, ლართან არის დაკავშირებული.

მაგალითად, ზეთის შემთხვევაში, საერთაშორისო ბაზარზე ზოგადად, პროდუქტზე მოთხოვნაა გაზრდილი, ამდენი მოსავალი არ არის, რაც თავისთავად გამოიწვევს ფასების ზრდას. გარდა ამისა, საქართველოში რაც კი შემოდის ყველაფერი, მათ შორის ადგილზე წარმოებულ პროდუქციას რაც სჭირდება, ის ნედლეულიც არის იმპორტირებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად რითეილერებმა გაზის გადასახადი ხომ უნდა გადაიხადონ, რასაც გათბობისთვის ხარჯავენ, ელექტროენერგია ხომ უნდა გამოიყენონ მაცივრებისთვის, შესაბამისად, იძულებულები იქნებიან, ეს ყველაფერი მარჟაში ასახონ. აგრეთვე, იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც ფასი ჰქონდა დათვლილი 3.30 ნიშნულზე, დღეს არის 3.50, ხვალ გახდება 3.60 და გარდა იმისა, რომ მას ფასის აწევა უწევს, არ იცის, რა ზედა ზღვარი დაიჭიროს და რიგ შემთხვევაში, საკმაოდ კოლოსალურ ზარალთან არის საქმე“, – განმარტა ივა ჭყონიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საწვავის ფასის ცვლილებაზეც, რომელიც ბიზნესს ხარჯებს მნიშვნელოვნად უზრდის.

„რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, მოხდება იგივე, აქ ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ამას თან ერთვის საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება. მათ შორის, მინდა, ხაზი გავუსვა საწვავის ფასის ზრდას, რაც ნამდვილად აძვირებს პროდუქტს, რადგან ყველაფერი პირდაპირ არის საწვავზე მიბმული, იქნება ეს სადისტრიბუციო თუ მწარმოებელი კომპანია. გაძვირდება საერთაშორისო გადაზიდვებიც, რადგან ბარელ ნავთობზე ფასი გაზრდილია და ამას ემატება ლარის გაუფასურება. ჩემი ვარაუდით, ალბათ საწვავის ფასიც უახლოეს მომავალში 3 ლარს ასცდება“, – განმარტა მან.

„რითეილ ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ თითოეული ქსელური მაღაზია ცდილობს, მომხმარებელს დაბალი ფასი და კარგი პირობა შესთავაზოს. ფასების მატება კი „კონკრეტულად სუპერმარკეტებში არ ხდება, ვინაიდან კონკურენცია მაღალია და მომხმარებელი ფასის მიმართ მეტად სენსიტიურია“.

„პროდუქციის ფასი ძვირდება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ბუნებრივია ზრდის კონკრეტული პროდუქციის ფასს და იმის ფასსაც, რაშიც ეს კონკრეტული პროდუქტი გამოიყენება, როგორც ინგრედიენტი – ანუ იზრდება პროდუქციის თვითღირებულება. როდესაც პროდუქციის თვითღირებულება იზრდება, ბუნებრივია, დახლზე პროდუქციის ფასიც იზრდება. ასევე აღსანიშნავია საწვავის გაძვირება, რომელიც თავის მხრივ აისახება ლოჯისტიკურ ხარჯებზე რაც ბუნებრივია საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასში იყრის თავს. გაზრდილი კომუნალური ტარიფები საცალო მოვაჭრეების დიდი ფიქსირებული ხარჯია, რომელიც რა თქმა უნდა, ზრდის მაღაზიის ოპერირების ხარჯებს და ცვლის ხარჯის სტრუქტურას, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ პროდუქციის ფასში აისახება.“, – განმარტეს რითეილ ასოციაციაში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონტროლის მექანიზმები, რომ პროდუქციაზე ფასის ზრდის ტენდენცია შევაფერხოთ.

ინფორმაციას ” ბიზნესს პრესს ნიუსი ” ავრცელებს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"