კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დანიელსონთან გამართული შეხვედრისა და კიდევ ერთხელ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ საუბრობს.
ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ეს შეთავაზება არ მიიღო… ნიკა მელიამ ვერ განახორციელა მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს, შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა, – ამბობს კობახიძე.
კობახიძემ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ამბობს, რომ “საარჩევნო ცვლილებებს “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალური ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს