სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული.
კერძოდ, აპრილის განკარგულებით, აღნიშნულისთვის ჯამურად 40 426 650 ლარი იყო გათვალისწინებული, ახლა კი 47 985 650 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ფინანსური დახმარების მიმღები მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი 23-დან 30-მდე გაიზარდა.
დადგენილებით, აღნიშნული დაფინანსება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდება:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 2 400 000 ლარი;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 125 000 ლარი;
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი – 1 303 300 ლარი;
- საჩხერის მუნიციპალიტეტი – 2 780 000 ლარი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 452 000 ლარი;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 864 900 ლარი;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 515 000 ლარი;










