LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

დაპოსტა 2026/06/30-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს.

„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის მეუღლეს ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით დამდგარიყო.

„ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.

ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, – მიმართა ეკა კუპატაძემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
,,უშუალოდ ვერთვები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი – სააკაშვილი
მთავარი

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო
მთავარი

MarneuliNews. ge-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნეთ­ში, ტბა­ში და­იხ­რჩო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ბოლ­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 23 წლის ელ­ვარ სა­რი­ე­ვია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ბჟუ­ზეს­თან მდე­ბა­რე, ბჟუ­ზეს ტბა­ზე, 28 ივ­ნისს, სა­ღა­მოს...

დაწვრილებითDetails

ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ქა­რე­ლი-აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩქა­როს­ნულ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მა­მა­კაცს ფეხ­ზე გა­და­უ­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თლის ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე რკი­ნიგ­ზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ფეხი ლი­ან­და­გებს შო­რის მოყ­ვა და წა­იქ­ცა. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 275-ე...

დაწვრილებითDetails

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო
მთავარი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეარხის, „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას მესამედ, უკვე ერთი წლით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. გადაწყვეტილებას, რომელიც არხს დღეს, 29 ივნისს გაუგზავნეს, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails

ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბატონი გივი ბასილაძის გარდაცვალების გამო...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო- ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა. - ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები...

დაწვრილებითDetails

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ჩხრეკა მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"