85-წლამდე ქალი, რომლის ცხედარიც ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს სავარაუდოდ საკუთარმა შვილმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას მეზობლები ადასტურებენ.
შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა.
მეზობლების ინფორმაციითვე, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მათივე თქმით, მოკლულს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.