ნაძალადევის რაიონში, პირველი სამშობიაროს ეზოში ხის წაქცევის შედეგად ავტომობილები დაზიანდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დადიანის ქუჩაზე ხის ქვეშ მოყოლილია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი. აღნიშნულის გამო დადიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას https://www.interpressnews.ge/ ავრცელებს