თბილისში, ჭავჭავაძეზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდარი „პრაიმტაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.