გურჯაანში , კერძოდ სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილების მდგომარეობა რთულია, ისინი ოპერაციას საჭიროებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.
გურჯაანში დაჭრილებს შორის ერთ-ერთი მალხაზ ბადუაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.










