სტიქია ქარელის რაიონში- ადიდებულმა მდინარემ სოფელ დვანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. ასევე, წყლით დაიტბორა სამანქანო გზებიც. უხვი ნალექის გამო, მდინარის კალაპოტმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო
ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...










