LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს

რა განცხადებები გააკეთა არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ

დაპოსტა 2021/03/19-ში
A A
139
ნახვა
გაზიარება

”შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არამედ, იმ საკითხებს, რომელიც მათი პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს იმ მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, „რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ“.

“პანდემიის პერიოდში ორმა მილიონა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ყველა ამ პარტიას გვემუშავა პარლამენტში. მოქალაქეების არჩევანს პატივი სცა „ქართულმა ოცნებამ“ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. ამ პრინციპით – „თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ“ ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ გავაგრძელებთ და ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ თუ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. 8 მარტის შეთანხმებაზე სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მათ არ შეასრულეს პირობა და არ მოვიდნენ პარლამენტში, როდესაც მათთვის მნიშნველოვანი რეფორმები განიხილებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები.

“პოლიტიკური მართლმსაჯულება გახლავთ ის, როდესაც ოპოზიცია სთხოვს მმართველ პარტიას, რომ დავალება მისცეს მართლმსაჯულებას, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე მაგალითად – აი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას და ეს იყო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რომლებიც დღეს ჩვენ განვიხილეთ და რაზეც პოზიციები პრაქტიკულად დაახლოებულია – ეს არის სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ და რომელიც არის არამხოლოდ რომელიმე პარტიის ინტერესებში, არამედ ყველას ინტერესებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის რაც სჭირდება საზოგადოებას და ქვეყანას, ოპოზიციაც იგივეს აცხადებს და თუ ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ მოდით რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება იმაზე დავაფუძნოთ ჩვენი შეთანხმება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს.

„რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ ყველაფერი გაუარესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმებაო, ხომ მოისმინეთ ეს განცხადება? მაინტერესებს, გახსოვთ თუ არა, ზუსტად იგივე ადაიანების შეფასებები, აქ როდესაც ბრიფინგები იყო, ყველა მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის, პოზიციები დაახლოებულიაო. ისინი გამოთქვამდნენ პოზიტიურ მოლოდინებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როცა მათ თქვეს, რომ ვერაფერზე შეთანხმება ვერ მხოერხდა და „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე ხისტი პოზიცია ჰქონდაო, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სანდო იყო ეს განცხადებები. ჩვენ ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები არ გაგვიკეთებია. ვიმეორებ დანიელსონის შეფასებას, რომ ეს პროცესი, ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად, საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია და თუ ოპოზიცია მომავალში პრაგმატულად, სამართლიანად შეხედავს პროცესს და წინა პლანზე დააყენებს იმას, რაც საქართველოს და ხალხს ჭირდება და არა იმას, რაც ერთ და ორ პარტიას აინტერესებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევდადია.

საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთის, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა, შეიძლება იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს კონსტრქუციული პოზიცია და სტრატეგიული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება მომავალში განიხილონ. თალაკვაძის თქმითვე, „კომუნიკაციას პარტიებთან წინ არაფერი უდგას“.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"