LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

”ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა – ნახეთ რა შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები

დაპოსტა 2021/03/19-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა – ნახეთ რა შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები

”ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, საერთოდ კიდევ ერთხელ ნახა დასავლეთმა, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე, კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გაქვს საქმე სახელმწფოებრივ მიდგომასთან. ჩვენ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, რა უნდათ მიაღწიონ და ვფიქრობ, ამის შედეგი იქნება ძალიან მძიმე. მედიაციის მხარემ დაინახა, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციულობისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე არის გაფლანგული ამ ეტაპისთვის. ოპოზიციას გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა განვაცხადო, რომ არცკი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეაფერხა. დასავლეთმა კარგად დაინახა სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას შესაბამისი შედეგები ექნება მათი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო გაშიშვლება, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, საჭირო იყო. ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მაგრამ განსაკუთრებით, ვიტყოდი, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნის საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე; შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? – მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა, მათ შორის გამოვყოფდი პოლიტპატიმრებს, მელიას და რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. როგორ გაგრძელდება პროცესი? – ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია. როდესაც ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის, ეს ყველამ დაინახა. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად საზოგადოებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის“, – განაცახდა გიგა ბოკერიამ.

”სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული, მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც სამწუხაროდ, ადასტურებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებები. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი, ამ კონფლიქტიდან და კრიზისიდან გამოსვლის იყო ხელისუფლებაზე და მათი მხრიდან გამოჩნდა რომ ამ რთულ პროცესში, არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა, რომ მთელ ამ პროცესში არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ადამიანმა ამდენი რესურსი ჩადო ამ პროცესში, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირადი პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეეცდებოდა ეს კონფლიქტი მოეგვარებინა და მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით წინ წასულიყო. მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ მზად არიან ეს ქვეყანა წაიყვანონ წინ. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

”

დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეგრელიშვილის განმარტებით, მას მოლაპარაკებების სტილი არ ესმის.

„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება, ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც, შეზღუდული ვარ, ვისაუბრო. ასე გელაპარაკებით დიდი ხანია და ახლაც არის კონსესუსი, რომ არ ვილაპარაკოთ და მე ამ კონსესუსის წინააღდმდეგ წასვლა არ მინდა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის კონსესუსი, მე პირველად ვარ ამ ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის, მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, საერთოდ არაფერი არ მესმის, მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის, მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი ძალიან კომპეტენტური იყო და საბოლოო ჯამში იმედი მქონდა, რომ შედეგი დადგებოდა, მაგრამ რომ დავრწმუნდი, არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა და მიმაჩნდა, შესაძლებელი იქნებოდა ის გამხდარიყო კონსესუსის თემა, თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც “ქართული ოცნების” მხრიდან იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს – მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში, ამის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და როგორც დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან ამ პროცესზე, არ ესმის, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორზე ანუ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ ნახეთ დღეს არის ის, რომ ამ ხალხს სულ ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის.- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

”ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში, ჩვენ რა თქმა უნდა, დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა გარღვევა, მაგრამ მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად. შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, ევროკავშირი რჩება ამ პროცესის ერთგული რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ აუცილებლად საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისს, ოღონდ ამისათვის “ქართულმა ოცნებამ” უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და თანამოქალაქეების მიმართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

”ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ქვეყანას და მის დასავლურ კურსს აზიანებს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს! ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმო

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 465 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6638, ევრო – 3.1012, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5900 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი – რა მოხდა რუსთავში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
მთავარი

ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო. ანამ K44, - 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა....

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც საქართველოში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა – რა კითხვები აქვთ ქალის წინააღმდეგ ამერიკაში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს­თან (FBI) ორ­მხრი­ვი...

დაწვრილებითDetails

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა
მთავარი

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით...

დაწვრილებითDetails

სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან – რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
კაცი ადგილზე გარდაიცვალა,ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
გველმა არასრულწლოვანს უკბინა
მთავარი

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში  მოხდა. როგორც  ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"